აუდიტის მონიტორინგის შედეგები-შეხვედრა ბათუმში

’’აჭარის მუნიციპალიტეტებში გასული წლის მონიტორინგის შემდეგ, 60 მილიონ ლართან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა’’ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ლომჯარია. დასკვნაში, ძირითადი შენიშვნები სახელმწიფო ქონების აღრიცხვიანობას, პრემიებისა და დანამატების გაცემის წესს უკავშირდება.

დოკუმენტში საუბარია ტენდერებზეც. განმარტებულია, რომ არაკონკურენტუნარიანი გარემო მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. აჭარის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის მონიტორინგი 2016 წელს განხორციელდა.დღეს შეხვედრას თვითმმართველი ერთეულების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები