ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. ბარცხანის დასახლებაში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ერთი კაცი დაშავდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმების განცხადებით, დაზარალებული ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტკივილი მუცლის არეში აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები