ავტომანქანის ნომრის ამომცნობ 150 ვიდეოკამერას ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარად ყიდულობს

ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს ბათუმის მერია 539 250 ლარად შეისყიდის. ამჯერად კამერები უნდა იყოს ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, ამასთან, აღნიშნულ თანხაში შედის კამერების თანმდევი მომსახურებაც.

მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გზით უკვე გააფორმა შპს „დელტა კონსალტინგთან“ 150 ვიდეოკამერაზე. თანხა ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

შეძენილი ვიდეოკამერები შსს-ში დასაწყობდება და კომპანიის მიერ, შსს-სა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობით, ეტაპობრივად დამონტაჟდება. შემსყიდველს, ანუ მუნიციპალიტეტს, უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს არაუმეტეს 20 კამერის დამონტაჟება პროგრამის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები