ავტომობილს, სავარაუდოდ, არასრულწოვანი მართავდა – ახალი დეტალები ქობულეთში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევაზე, რომელსაც ორი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა და ოთხი მძიმედ დაშავდა

adjararrm. ge-სთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტოს სანდო წყარო უყვება, ავტომობილს არასრულწოვანი მართავდა.

“საშინელი ტრაგედია დატრიალდა.  სოფელ ქობულეთის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ავარაიში მოჰყვენენ. საჭეს არასრულწოვანი მართავდა. ორი ადგილზე გარდაიცვალა და ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს”,-  განუცხადა adjararrm. ge-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

სხვა ვიდეოები