ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. გმირთა ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ გამოძახება არ დაფიქსირებულა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილები დაჯახების შედეგად, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. რაც შეეხება დაზარალებულებს, მოქალაქეების განმარტებით, მათ სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდათ.

ავარიის შედეგად მწვანე ნარგავებიც დაზიანდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები