ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე. ერთმანეთს ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, დაშავებულს დაზიანებები თავის და ბარძაყის არეში აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები