ავტოსაგზაო შემთხვევა – დაშავებულია სამი ქვეითი

ბათუმში  ხიმშიაშვილის  ქუჩაზე  ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი.  ქალი  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მედიკოსების წინასწარი ინფორმაციით,  მას თავის ტრავმა აქვს.  რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მსუბუქად არიან დაშავებულები და მათ ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსებენ.

 

სხვა ვიდეოები