ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოზარდი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. გუშინ ღამით ფიროსმანის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დედათა და ბავშვთა ცენტრში ამ დრომდე რჩება 10 წლის ბავშვი.

მედიკოსების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მან თავის მსუბუქი ტრავმა მიიღო. სასწრაფო დახმარების წარმომადგენელთა თქმით, სხვა მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და ყველა მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სხვა ვიდეოები