აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთო. სამუშაოები სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე დაიწყო. ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება. ამ დროისთვის 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
აზიური ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ქობულეთშიც გაიმართება. ამ ეტაპზე აჭარაში 3 ათას 106 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები