ბათუმელი იურისტის გზა საქართველოდან ჰარვარდამდე

24 წლის ლაშა სეფერთელაძემ აშშ-ში ორ წამყვან უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ნორზისთერნის (northeastern) უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაასრულა, ჰარვარდში კი სამართალმცოდნეობის განხრით კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა (LSC) დაასრულა. როგორია გზა საქართველოდან ჰარვარდამდე ამ თემაზე ლაშა სეფერთელაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

ლაშა, როგორი იყო გზა ჰარვარდამდე და რა მოგცათ დასავლურმა განათლებამ?

ალბათ იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტეში სწავლის შესაძლებლობა. სანამ ამერიკაში წავიდოდი, მანამდე ბაკავრიატი „საქართველოს უნივერსიტეტში“ დავასწარულე. ფრანგულ ენას კარგად ვფლობ, ამიტომ ეს დამეხმარა რომ საფრანგეთში სხვადასხვა პროგრამებში მიმეღო მონაწილეობა და აქტიური ცხოვრება მქონოდა. ვიყავი ტულუზაში, სტრასბურგში, სხვადასხვა პროგრამებით ვიყავი ევროსასამართლოში, ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში. პარალელურად ვმუშაობდი აუდიტორულ კომპანიაში. საბოლოოდ, ჩემმა რეზიუმემ დადებითი შედეგი გამოიღო და აშშ-ში ნორზისტერნის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩავირიცხე. ამერიკაში 2013 წელს ენის შემსწავლელ კურსებზე წავედი რადგან ინგლისური ენა არ ვიცოდი. ცხრა თვის შემდეგ იმდენი ვისწავლე რომ TOEFL-ი ჩავაბარე და სწავლაც გავაგრძელე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტში ერთწლიან lCC პროგრამაზე ჩავირიცხე და დავასრულე . მალე დიპლომიც ჩამომივა.

რას იტყვით ამერიკულ და ქართულ საგანმანათლებო სისტემაზე, რითი გვანან ან განსხვავდებიან ისინი ერთნებისგან?

პირველად ჰარვარდში რომ მივედი ჩემი ყურადღება გარემომ მიიქცია. უძველესი უნივერიტეტის კედლებმა, ისტორიულმა შენობამ, ყველაფერი უძველესი და განსაკუთრებულია. ვერ აღვწერე იმ დღეს როცა ლექტორი პირველად შემოვიდა აუდიტორიაში. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. გამოცდილი, ასაკოვანი, იქაურ ლექტორებს მეტყველების მანერაც განსაკუთრებული აქვთ. განსხვავებულია მათი მოსმენის კულტურა, ყველანაირი აზრის დაფასებით, პატივისცემით გამოირჩევიან. როცა მეილზე კითხვას გაუგზავნი პასუხს დროულად მიიღებ.

თვალშისაცემი იყო ის, რომ ძალიან უბრალოდ, სადად ჩაცმულები დადიან. ორი პროფესორი კი ველოსიპედით დადიოდა სამსახურში . განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო პროფესორი ფერჩი, რომელიც განსაკუთრებული იყო. კრიმინალისტიკას გვიკითხავდა. გვასწავლიდა. თავის ტვინის ტომოგრაფიით როგორ შეიძლებოდა დამნაშავის გამოცნობა, დანაშაულის ჩადენის მომენტში როგორი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ა.აშ. მე საერთაშორისო ბიზნეს სამართალის სპეციალისტი ვარ, მაგრამ მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, სისხლის სამართალზეც კი დავიწყე ფიქრი. სისხლის სამართალი ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ მისმა ლექციებმა სულ სხვა თვალით დამანახა ეს სფერო. ძალიან კარგი იქნება თუ ქართული სამარტლის პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული მსგავსი მეთოდები.

გარდა კულტურული ურთიერთობებისა კიდევ რითი გამოარჩევ დასავლურ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემას?

განსაკუთრებულია ჰარვარდის ბიბლიოთეკა, გარემო სადაც ნებისმიერი სახის ლიტერატურა შეგიძლია მოიძიო. ძველი წიგნებიც წაიკიტხო და ახალთანაც გაავლო პარალელები. სწავლა ძალიან შრომატევადია, ორი სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მომიწია მეცადინეობა და ბოლოს ისე ვიყავი, რომ პანიკური შეტევით მოვხვდი საავადმყოფოში. ჰარვარდში საგანი ჩაბარებულად რომ ჩაგეთვალოს B ან B+ უნდა გქონდეს ჩაბარებული. მათი მთავარი ლოზუნგია ჩვენ ვიღებთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის. თავმდაბალი არ ვარ, მაგრამ იქ ისეთი სტუდენტები სწავლობდნენ რომ მიკვირდა კიდეც, როგორ მოვხვდი მათ შორის.

მარტო მოტივაცია და შრომაა გადამწყვეტი თუ ფინანსებსაც აქვს მნიშვნელობა?

ფინანსების გარეშე ძალიან გაგიჭირდება. ერთეულებია ვისაც ამ ყველაფრისგან თავის დაძვრენა შეუძლია. შეიძლება ითქვას ამერიკაში ჩემი ცხოვრება და სწავლა დაახლოებით 200 ათასი დოლარი დაჯდა. ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ბუნებრივია ამას ვერ მოვახერხებდი. რა თქმა უნდა შესაძლებელია გრანტის მოპოვებაც, მაგრამ მე არ ვარჩიე, რადგან ჰარვარდს აქვს მემორანდუმები გაფორმებული ძალიან ბევრ კორპორაციასთან მსოფლიოში, მაგრამ ვინც დაგაფინანსებს, ვალდებულება გაქვს შემდეგ ამ კორპორაციაში იმუშაო. ბოლომდე თავისუფალი არ ხარ და საუკეთესო წლებს რომელიც ჩემს კარიერულ ზრდას უნდა დავუთმო, ამ კონკრეტული კომპანიის ინტერესები შეიწირავდა. ერთი ნაწილაკი ვიქნებოდი დიდ ჯაჭვში და ვერ განნვითარდებოდი.

აპირებთ დარჩეთ საქართველოში სამუშაოდ თუ სხვა მიზნები გაქვთ?

მოპოვებული მაქვს კანადის საემიგრაციო ვიზა 2023 წლამდე და შემიძლია ლეგალურად წავიდე სამუშაოდ. თუმცა დიდი ხნით მაინც არ მინდა საქართველოდან წასვლა, რადგან დედისერთა ვარ და ოჯახს ვერ დავტოვებ დიდი ხნით. ამიტომ, ვეცდები რომ საქართველოში დავრჩე, მივიღო უფრო მეტი გამოცდილება საჯარო სამსახურში და თუ უცხოეთში წავალ, საადვოკატო საქმიანობა მინდა გავაგრძელო აშშ-ში. თუმცა ამ ყველაფრისთვის მინდა ჯერ გამოცდილება მივიღო პარლამენტში, სახელმწიფო აპარატებში მუშაობით, ეს ძალიან დამეხმარება. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში ვგეგმავ, რადგან ეს ენ აკრგად ვიცი და მინდა გამოვიყენო. ამიტომ, სამომავლოდ ან საფრანგეთსი წავალ, ან მონრეალში, კანადაში.

ფიქრობდით რომ ოდესმე ჰარვარდში ისწავლიდით?

არსებობდა მითები, რომ ამერიკაში სწავლა შეუძლებელი ქართველისთვის, რადგან ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს მითი დღეს აღარ არსებობს. მთავარი მაინც მოტივაციაა. ორი წლის ასაკაში ქობულეთიდან ბათუმში გადმოვედი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად. ჯერ გიმნაზიაში ვსწავლობდი, შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში.

მე-11 კლასის დამთავრების შემდგომ მე-12 კლასი ექსტერნად დავამთავრე, რადგან ასაკი მაძლევდა ამის საშუალებას. ახლა ჰარვარდის დიპლომს ველოდები და ვფიქრობ რომ ჩემს გამოცდილებას საქართველოსთვის გამოვიყენებ.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები