ბათუმელი ივა ყურშუბაძე აცხადებს, რომ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

17 მაისს,  ერთ-ერთ მაუწყებელზე ლგბტ თემის მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის სამოქალაქო აქტივისტს,  ივა ყურშუბაძეს ნათესავები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ყურშუბაძის განმარტებით,  ის მუქარის გამო საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისვლას ვერ ახერხებს და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

იგი იურისტთან ერთად უკვე გამოიკითხა. ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

“17 მაისს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა ჩემი ინტერვიუ, სადაც ვგმობდი ჰომოფობიას, ტრაფობიასა და ბიფობიას. ამის შემდეგ რამდენიმე პირი ავიდა ჩემთან სახლში, სადაც დახვდა ბებიაჩემი და ისინი სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდნენ. ამბობდნენ რომ ვარცხვენ გვარს და ჩირქს ჩემი სისხლით ჩამორეცხავდნენ.

მას შემდეგ ვერ ავდივარ სოფელში. ვითხოვ მუქარის ფაქტზე მოხდეს დროული რეაგირება და ყველა პირი დაისაჯოს. რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა,”- აცხადებს ივა ყურშუბაძე.

სხვა ვიდეოები