ბათუმელი მძღოლი თურქეთში საქართველოს საკონსულოს მიმართავს

საქართველოს მოქალაქე მურად ზანდარაძე ხელისუფლებას სარფის საბაჟოზე ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს. ზანდარაძის განცხადებით, იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და კლიენტების მომსახურების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაშიც უხხდებოდა გადასვლა.

ორი თვის წინ კი სარფის საბაჟოზე თურქმა სამართალდამცველებმა ავტომობილი ჩამოართვეს. როგორც ზანდარაძე გვიყვება, 4 წლის წინ მან ავტომობილი თურქეთის მოქალაქეს გადაუყვანათურქეთში, რომელმაც იგი სავარაუდოდ გაასხვისა. ახლა კი ზანდარაძეს, მისი მტკიცებით მებაჟეები ძველი მანქანის საქართველოში დაბრუნებას სთხოვენ.  ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძის განაცხადებით, საბაჟოზე მსგავსი პრობლემას მოქალაქეები ხშირად აწყდებიან. იგი საქმის შესწავლის პირობას დებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები