ბათუმი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს „კავკასია -2017“ მასპინძლობს

ქალაქი ბათუმი 3-8 ივლისს საერთაშორისო ფოლკლორის საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალს ,,კავკასია 2017“ მასპინძლობს. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ლატვიის, უკრაინის,  თურქეთის,  რუსეთისა და სომხეთის ანსამბლები იღებენ მონაწილეობას.

  ბათუმის მუსიკურ ცენტრში აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ფესტივალში მონაწილე კოლექტივების ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს შეხვდა.

ფესტივალის მიზანია საქართველოს, მეზობელი და ევროპული ქვეყნების დამეგობრება და კულტურის წარმოჩენა. ქორეოგრაფიული ფესტივალი მერვე წელია რაც იმართება მხარდამჭერები არიან: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID), ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ფოთის მერია, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია და ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრი.

საფესტივალო ღონისძიებები გაიმართება ბათუმის მუსიკალურ ცენტრსა და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში, ასევე ქობულეთში კულტურის ცენტრში და დასვენების პარკში.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციები და მასტერ-კლასების ჩატარება. ფესტივალში მონაწილე კოლექტივებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები და დიპლომები. ფესტივალი 7 ივლისს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება გალა-კონცერტით.

adjara.gov.ge

სხვა ვიდეოები