ბათუმის №79-ე ოლქში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის №64-ე საარჩევნო უბანზე “სამართლიანი არჩევნების მიერ დაწერილ საჩივარს” ხმაური მოჰყვა საოლქო კომისიის განხილვაზე.

№79-ე ოლქის კომისიის წევრების ნაწილი უბნის ბათილობასა და კომისიის თავმჯდონარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა განმარტა უბანზე დარღვეული იყო შემაჯამებელ ოქმში უბანზე მისული ამომრჩევლების ბალანსი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა კომისიის წევრებმა არასამთავრობოს მიერ დაწერილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. №79-ე ოლქის კომისიის წევრებმა დღეს 12 საჩივარი უნდა განიხილონ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები