ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

78  მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი კი განათლების პროგრამებისთვის – ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ბათუმის ბიუჯეტი 2018 წელს 146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 55 % ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 14 მილიონ 217 ათასი დაიხარჯება, კულტურული პროექტებისთვის მერია 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამდენივე, 13 მილიონი, დაიხარჯება სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა,ხვალ, 8 ნოემერს დაიწყება და სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. ბათუმელებს საშუალება აქვთ  “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, რომელიც ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარეობს, დაესწრონ განხილვას. შეხვედრა 1 საათზე დაიწყება.

საჯარო განხილვების შემდეგ, 15 ნოემბერს, ბიუჯეტი საკრებულოში შევა და შენიშვნებით ბათუმის მერიას დაუბრუნდება.

შესწორებული ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად 10 დეკემბერს გადაეცემა და დეკემბრის ბოლომდე ფინანსურ დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები