ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს 2018 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებით დაიწყო. ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების ახალი ფრაქციის შექმნას აპროტესტებს.

დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით ეს არის ზედმეტი კომფორტი, ბიუჯეტიდან დამატებითი ხელფასების გაცემა და მისი არამიზნობრივი ხარჯვა. მმართველ გუნდში კი ახალი ფრაქციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ბიუჯეტის განხილვის პროცესში დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია ყოფილი პრეზიდენტის ხსენებამ. ოპოზიციამ აქცენტი არამიზნობრივ ხარჯებზე გააკეთა, მმართველმა გუნდმა კი მათ წარსული გაახსენა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ბიუჯეტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ მათი შენიშვნები იქნება გათვალისიწნებული და ბიუჯეტი ქალაქის მოთხოვნებზე მორგებული.

მომავალ წლის ბიუჯეტი 153 მილიონ ლარზე მეტი იქნება, როგორც მერიაში განაცხადეს გასულ წელთან შედარებით 13 მილიონით მცირდება. მერიისთვის პრიორიტეტებია ინფასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სივრცითი განითარება, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები