ბათუმის ავტოსადგურში გარემოვაჭრეების მიერ სავაჭრო დახლების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა – დაკავებულია ერთი პირი

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები დღეს ბათუმის ავტოსადგურში, სავაჭრო დახლების გადანაწილების მიზნით მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 შეკრებილების განმარტებით, მათ ავტოსადგურის დირექციამ განუცხადა, რომ 170 ჯიხურის მხოლოდ სადგურის გარე პერიმეტრზე ვერ მოხერხდება და ნაწილს შენობის შიგნით დადგმულ დახლებზე მოუწევს ვაჭრობა, რასაც გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. კონფლიქტის დროს დაზიანდა რამდენიმე სავაჭრო დახლი, სამრთალდამცავებზე წინააღმდეგობის გაწევის გამო კი ერთი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მოთხივნაზე დაუმორჩულებლობას ედავება.

“მოვედით ადგილების დაკავება გვინდოდა. გუშინ შევთანხმდით, რომ ეზოში ჯიხურები განთავსდებოდა, თუმცა მოგვატყუეს და გვითხრს რომ ჯიხურრბი თქვენი სახსრებით გააკეთეთ ან ავტოსადგურის მეორე სართულზე გააგრძელებთ ვაჭრობასო. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, ასე არ ვიყავით შეთანხმებული. ვითხოვთ, რომ ავტოსადგურის ეზოში მოგვეცეს ვაჭრობის უფლება და ჯიხურები დაგვიდგას მერიამ”,- აცხადებს ინდირა ბერიძე.

ავტოსადგურის დირექტორი მოვაჭრეებს გარანტიის სახით ჯიხურის ღირებულების 20-30 პროცენტს ითხოვს. ის ამბობს რომ ეზოში 50 ზე მეტ ჯიხურს ვერ ჩადგამს, დანარჩენს კი შენობაში გამოუყოფს ადგილს.

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეობა ბათუმის მერიამ სამი დღის წინ აღკვეთა. ორდღიანი აქციის შემდეგ კი გუშინ მოხდა შეთანხმება, რომ ყველა მათგანს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეციალურ სავაჭრო კონსტრუქციებს დაუდგამდა. დღეს კი გარემოვაჭრეების თქმით აღნიშნული კონსტრუქციების სანაცვლოდ 100 დოლარს სთხოვენ თითოეულ მათგანს.

სხვა ვიდეოები