„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. სატენდერო პირობების თანახმად, „სამუშაობების მიმდინარეობა უნდა განხორციელდეს, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სადისპეტჩეროში არსებულ მუშა პროცესს [მძღოლებისა და კონდუქტორების რეგისტრაციას და ბილეთების აღებას]“. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 2 წელია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, 16 სამარშრუტო ხაზზე ყოველდღიურად 107 ავტობუსი მოძრაობს, მწყობრში კი სულ 130 ავტობუსია [ამას ემატება 6 ავტობუსი, რომლებიც ქალაქგარეთ მოძრაობს.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები