ბათუმის ბაღებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება. სააღმზრდელო პროცესი პარასკევს შეწყდება და 2019 წლის 15 იანვარს განახლდება.

ბავშვები და პედაგოგები 18 დღის განმავლობაში დაისვენებენ.

გასულ წელს ბაღებში არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყო და 22 იანვარს დასრულდა. მიმდინარე წელს დასვენების დღეები შემცირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა. ხულოსა და შუახევში სააღმზრდელო პროცესი ბათუმის მსგავსად შეწყდება და განახლდება. ქობულეთში კი ბავშვებს უფრო გრძელვადიანი არდადეგები ექნებათ და ისინი 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე დაისვენებენ.

რაც შეეხება კერძო ბაღებს ადმინისტრაცია გრაფიკს ინდივიდუალურად ადგენს.

http://ajaratv.ge

სხვა ვიდეოები