ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა გაიმართა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა გაიმართა. ბაღის ზღვისპირა პარკში, ტრადიციულად, წარმოდგენილი იყო გირჩების მრავალსახეობა, ასევე, გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შეძენა ნებისმიერი დამთვალიერებელს შეეძლო. გამოფენას მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდა. ბოტანიკურ ბაღში გირჩების გამოფენა უკვე მეოთხე წელია იმართება.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები