ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა
ბათუმის ბულვარში ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სახანძროს სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა მუშაობს. უწყების ხელმძღვანელის, ხუსეინ სირაბიძის თქმით, კაფე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარეობს და ის ამ ეტაპზე დაკეტილი იყო.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ – ჯერობით უცნობია.
წყარო:”აჭარის ტელევიზია”