ბათუმის ბულვარში იაპონურ ბაღს მოაწყობენ

იაპონური ბაღი ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარედ, 1020 კვ.მ-ზე მოეწყობა. ბაღში განთავსდება წყლის სარკე, გუბურა, ჩანჩქერი, ბილიკი ფლეთილი ქვისაგან, გაზონი, ბამბუკის ზოლი, დეკორატიული განათება, იაპონური კარიპჭე ორი ცალი.

„ბათუმის ბულვარი“ ბაღის მოწყობაში მაქსიმუმ 151 ათას 680 ლარს გადაიხდის. გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. იაპონური ბაღის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში უნდა დასრულდეს.

„ბათუმის ბულვარს“ იაპონური ბაღის გაშენება 2015 წელსაც ჰქონდა დაგეგმილი.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები