ბათუმის ”დინამომ” გორის ”დილა” დაამარცხა

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გათამაშება განახლდა. 29-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბათუმის „რაგბი არენაზე“  ბათუმის  “დინამომ“ უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ უმასპინძლა. დინამო 57-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა – 1:0.  89-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გორის ”დილას”  მცველს, გოდერძი მაჩაიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, “დინამომ” 1:0 გაიმარჯვა და 32 ქულა დააგროვა. გუნდმა “დილასთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

საჩხერის „ჩიხურასა“ და „სამტრედიას“ შორის მატჩი გაიმართა. თამაში 1:2 “სამტრედიის” გამარჯვებით დასრულდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები