„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში

ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში.
თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი ბექა მამრიკიშვილის ლელომ გუნდს მხნეობა შემატა.

მეორე ტაიმი ბათუმელი მორაგბეების დიდი უპირატესობთ წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 20:17 დასრულდა.
ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი თამაში გაიმართა, მესამე დონის ევროტურნირია. დღეს მიღწეული გამარჯვებით სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ფლეი ოფში მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს მიუახლოვდა.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები