ბათუმის კლინიკაში თვითდაზიანებებით მიყვანილი 17 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

ბათუმში კლინიკა ” მედინაში” იარაღის შედეგად თვითდაზიანებებით მოთავსებული 17 წლის ახალგაზრდა ხელოვნური მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

6 საათიანი ოპერაციის შედეგად ექიმებმა ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტს სახის 50%-იანი რბილი და ძვლოვანი ქსოვილები დაზიანებული აქვს. მეორე ჭრილობა კი ცეცხლსასროლი იარაღით მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ორი დღის წინ ხელვაჩაურის რაიონში მოხდა.

17 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით საკუთარ თავს ორი ჭრილობა მიაყენა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი.

სკოლაში სადაც მოზარდი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ის ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპს” თამაშობდა და რამდენიმე თვის წინ სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნებოდა, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას გამორიცხავს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები