ბათუმის მერების დილემა – ქართულენოვანი წარწერების დეფიციტი ბათუმში

“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანიწარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას“ – საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, მეოთხე თავი.ბათუმის ტერიტორიაზე კანონის ამ მუხლის დაცვაზე გარე-რეკლამის მქონე პირები და საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის მერია ზრუნავს. კანონდარღვევის შემთხვევა წლების წინ გაცილებით ბევრი იყო, თუმცა ფაქტების პოვნა არც დღესაა რთული.  ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ფბ გვერდზე გუშინ ჩატარებული თათბირის დეტალები გამოქვეყნდა, კომახიძე წერს, რომ შესაბამის სამსახურს მისცა დავალება სარეკლამო ბანერებსა და აბრებზე ორენოვანი წარწერების კონტროლი გამკაცრდეს და მოვიდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მოხერხდება თუ არა საკრებულოს დადგენილების შესრულება? პრობლემა წლების განმავლობაში აქტუალურია. მაუწყებლის მიერ 2017 წლის 13 ივნისს გაკეთებულ სიუჟეტში ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვიც აღიარებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არის და აღსრულება აუცილებელია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები