ბათუმის მერი ახალგაზრდული პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი პროექტ – ,,გაეროს მოდელირება, ავსტრია-ვენას“ მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს. პროექტი – ,,გაეროს მოდელირება, ავსტრია-ვენა“ ახალგაზრდობის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბათუმელმა ახალგაზრდებმა ვენაში, გაეროს შტაბბინაში გამართულ ახალგაზრდულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, გაეცნენ გაეროს მუშაობის სპეციფიკასა და პრინციპებს და აქტიურად ჩაერთნენ სიმულაციის პროცესში.

პროექტი მიზნად ისახავდა გაეროს მუშაობის პრინციპების ახლოს გაცნობასა და მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების უნარების გაუმჯობესებას, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდობის გაცნობასა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. პროექტი ,,ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ქვეპროგრამა – ,,ახალგაზრდული ცენტრის’’ ორგანიზებით გამართულ კონკურსში გამარჯვებულმა კონკურსანტმა განახორციელა. პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 9600 ლარი დაიხარჯა.

“ქალაქ ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები