ბათუმის მერია 39 676 ლარად ახალ საარჩევნო სტენდებს შეიძენს

საარჩევნო საინფორმაციო სტენდების შეძენას ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 39 676 ლარი დაიხარჯება. მერია 28 ახალ სტენდს შეიძენს.

იმისთვის, რომ სტენდი ქარმა არ წააქციოს, კონსტრუქციის ძირში ბეტონის ფილები დამაგრდება.

სტენდები მერიას ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა ჩააბაროს. ტენდერი 2017 წლის პირველ სექტემბერს დასრულდება.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო საინფორმაციო სტენდები ბათუმში 7 ადგილზე განთავსდება:

1.ევროპის მოედანი;

2.საოცრებათა მოედნის მიმდებარე ტერიტორია;

3.ქ.ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ (მის: ქ.ბათუმი ,ლუკა ასათიანის ქ. ნომ:25)არსებული სკვერი.

4. ნ.ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ეკლესიის მიმდე-ბარედ არსებული სკვერი.

5.ახალ ბულვარში რესტორან “აჭარული სახლი”-სა და რესტორან “კოშკი”-ს მიმდებარე ტერიტორიაა.

6.ახალ ბულვარში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია.

7.ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორია.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები