ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში.

სილამაზის კონკურსი Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობამ უკვე დახარჯა 61 967 ლარი. სილამაზის კონკურსები ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის წესით ტარდება.

ბათუმს სილამაზის კონკურსის ჩასატარებლად ამჯერად თანხა აჭარის მთავრობამ გამოუყო.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები