ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ბათუმის მერია ორ ერთეულ ნიჩბიან ნავს (კაიაკი) ყიდულობს. მერიის ინფორმაციით, ნავები სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის არის საჭირო. ნიჩბიანი ნავების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარია გამოყოფილი.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალეკო თევზაძის თქმით, ბათუმში სანიჩბოსნო კლუბიც იქმნება, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.

„გვინდა რომ სანიჩბოსნო სპორტი დაუბრუნდეს ქალაქს. ამისთვის იქმნება სანიჩბოსნო სპორტის ფედერაცია. ამ ორი ნავის გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ 7-8 ნავი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ეს ორი ახალი ნავი კი ბავშვებისთვის შევიძინეთ, რადგან ადვილად არ ყირავდება. როცა ბავშვები ვარჯიშს დაიწყებენ, ამ ნავებით ისარგებლებენ“-ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, ტბაზე სპეციალური ნაგებობა – ელინგიც მოეწყო, სასპორტო ნავების, ნიჩბების და სხვა ინვენტარის შესანახად და შესაკეთებლად.
“ბათუმელები’

სხვა ვიდეოები