ბათუმის მერიის ინიციატივით ყოველდღურ რეჟმში დაიწყო ქალაქში არსებული პრობლემების აღრიცხვა და სწრაფი რეაგირება

ბათუმის მერიის ინიციატივით ყოველდღურ რეჟმში დაიწყო ქალაქში არსებული პრობლემების აღრიცხვა და სწრაფი რეაგირება. ერთი კვირის განმავლობაში არაერთი პრობლემა მოგვარდა: ლუკა ასათიანის 64-ის მობინადრეები წლების განმავლობაში მიტოვებულ და მოუვლელ შენობაში არსებულ ანტისანიტარიასა და გაუსაძლის სუნს უჩიოდნენ, რაზეც მერიის მხრიდან სწრაფი რეაგირება განხორციელდა, ტერიტორია დასუფთავდა და პრობლემა აღმოიფხვრა.

შეიცვალა სასტუმრო რედისონის მოპირდაპირედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქვაფენილი. დროულად იქნა გათვალისწინებული მოსახლეობის თხოვნა ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის კედელზე მიმაგრებული თუნუქის ფილის ჩამოვარდნის საფრთხის თავიდან აცილების თაობაზე. შეტყობინების შემოსვლისთანავე განხორციელდა ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ავტობუსის გაჩერებასთან დაყრილი სამშენებლო ნარჩენების გატანა.

დაწყებულია კობალაძის ქუჩაზე არსებული დაზიანებული საბავშვო ატრაქციონის მოწესრიგება. დაზიანებული ატრაქციონის ნაწილების გატანა განხორციელდა ვალენბერგის ქუჩაზე არსებული სკვერიდან. უკვე შეკეთდა დიდაჭარის ქუჩაზე არსებული დაზიანებული ატრაქციონი. აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ურნების გამოცვლა.

რაც შეეხება სასმელი წყლის მილში ჭიის არსებობას, ფაქტზე დაუყოვნებლივ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის შესაბამისადაც დადასტურდა, რომ წყალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებს აკმაყოფილებს და სასმელად უსაფრთხოა. მუსხელიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო მილის დაზიანების საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. შეტყობინების მიღებისთანავე განხორციელდა სანიაღვრე ჭის დაზიანებული ლუქის აღდგენითი სამუშაოები ინასარიძის ქუჩაზე. ამ დროისთვის სრულიად ამოტუმბულია აეროპორტის გზატკეცილზე, სანიაღვრე არხში ჩაღვრილი ბეტონის მასა. 

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები