ბათუმის მერობის კანდიდატმა ოლქის იურისტს შეურაცხყოფა მიაყენა

‘’ლეიბორიტული პარტიის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ჯელალ ქიქვა, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქი მივიდა. მისი თქმით,  უბნებზე კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება, ხელისუფლება კი ე.წ. კარუსელს ატრიალებს. ის აღნიშნულზე პასუხს ოლქის თავმჯდომარეს ციალა შავაძეს სთხოვდა. საკითხის განხილვა იურისტთან კამათში გადაიზარდა. დაცვის სამსახური ჩარევის შემდეგ კი ქიქვამ შენობა დატოვა.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ  კონკრეტულ ინფორმაციებს და ფაქტების დამადასტურებელ მასალებს  15 საათისთვის გაასაჯაროებს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები