ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოწმის სახით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ის გამომძიებლები დაიკითხებიან, რომელბმაც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის დავით ჯაფარიძის თქმით, შესაძლოა მის დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი საპროცესო შეთანხმების ახალ პირობას, რომელიც თავისუფლების აღკვეთას წელიწადნახევრით ითვალისწინებს, დათანხმდნენ. ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებული ახალი პირობა მიუღებელია სხვა დაკავებულებისთვის.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები