ბათუმის მუსიკალური ბანაკი

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სალიბაურში მუსიკალური საზაფხულო ბანაკი ამოქმედდა. ბათუმის საზაფხულო ბანაკი დაკომპლექტებულია მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებით, ერთკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, მოისმინონ ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები, მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობაა თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად. ბათუმის მუსიკალურ საზაფხულო ბანაკს 3 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალის Batumi Music Fest დამფუძნებელმა, “იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის” ელისო ბოლქვაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად უმასპინძლა.

ღონისძიებით როგორც სტუმრები, ასევე მასპინძლები კმაყოფილები დარჩნენ, ყველაში დადებითი ემოციები და მუხტი გამოიწვია. მუსიკალური პროგრამის გარდა, ბანაკის მონაწილეებს აქვთ გასვლითი ექსკურსიები ბათუმის აკვარიუმში, დელფინარიუმსა და ბოტანიკურ ბაღში. პროგრამაში მონაწილეობას 300 ბენეფიციარი იღებს. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთა ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

“აჭარის ა.რ განათლების, კუნტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები