ბათუმის N13 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სწორედ ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. დღეს, სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის N13 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ფასადს, სააქტო დარბაზს, კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ეზოში დაიგო ბეტონის ფილა და მოეწყო სანიაღვრე არხი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმში მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბათუმის N14 და N28 საჯარო სკოლის შენობებს. მალე დასრულდება ბათუმის N17 საჯარო სკოლის ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N23 საჯარო სკოლის (მახვილაური) მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2018 წელს.

წყარო: “აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები