‘’ბათუმის ოლქში არჩევნები ყალბდება’’ – ენმ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. მირდატ ქამადაძე, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძეს სუს-თან კავშირში ადანაშაულებს. „საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები საოლქო კომისიაში ინფორმაციას აწვდიან კონკრეტულად რეგისტრატორებზე. მონაცემები კი სავარაუდოდ სუს-ში მიდის. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამომრჩეველთა მობილიზებას ახორციელებენ და ისინი კონკრეტულ უბნებზე მიჰყავთ.

მირდატ ქამადაძის თქმით,   ბათუმში მე-15  და 70-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე და ფანქრები უხარისხოა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ 32-ე საარჩევნო უბანზე მისულ კი ნათია ჯანელიძეს საკუთარ გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა. „ხმის მისაცემად მივიდა და მის გრაფაში სხვას ხელი უკვე  მოწერილი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს რომ სახეზე გვაქვს კარუსელის ფაქტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“ – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.მირდატ ქამადაძე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ციალა შავაძეს მოვუწოდებ მსგავს ფაქტებზე ხელი აიღოს, რადგან ადრე თუ გვიან ამაზე პასუხისგება მოუწევს. ის ასევე სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლებს მიმართავს.

წყარო:’აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები