ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოზარდი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, სასწრაფო დახმარების სამსახურმა, მე-8 კლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოლის დირექტორის ნატალია მგელაძის თქმით, მოზარდი კიბეზე ჩამოდიოდა, რა დროსაც ფეხი დაუსხლტა და წაიქცა.

„არ ვიცით მოტეხილობა აქვს თუ არა, მშობელიც მოვიდა სკოლაში და ახლა სასწრაფომ გადაიყვანა“-გვეუბნება დირექტორი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდს მუხლის არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები