ბათუმის პორტის კომერციული დირექტორი: კარბამიდის ტერმინალის პროექტი გარემოსდაცვით სტანდარტებს დააკმაყოფლებს

პროექტმა განსაკუთრებული ხმაური მას შემდეგ გამოიწვია, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ინფომაცია, რომ პორტში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები გადამუშავებულიყო.
ბათუმის საზღაო ნავსადგურიში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განმარტება პორტის კომერციულმა დირექტორმა გააკეთა. ილია მუკატოვის განცხადებით ინვესტორთან და ხელისიფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ უცობია როდის დაიწყება მშნეებლობა. მისივე განმარტებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი იქნება, ხოლო პორტის ტვირთბრუნვა მილიონ ორასი ათასი ტონით გაიზრდება. პორტის ადმინისტრაცია საზოგადოებაში მიზანიმარღულად დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.
“ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ყველა დონეზე ჩართულია საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია. დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს იქნება საფრთხის შემცველი ბათუმელებისთვის ან ჰაერის დაბინძურების კუთხით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოვა უსაფრთხო პროდუქცია – ორგანული მინერალური სასუქი, კარბამიდი. ეს ნივთიერება გამოიყენება სოფლის მეურნეობაში” – განაცხადა ბათუმის პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა.
პორტის რამდენიმე თანამშრომლის ორგანიზებით ხვალითვის ახალი ტემინალის მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: “გავაგებინოთ ხალხს და ერთმანეთს თუ რა კატასტროფული დილემის წინაშე დაგვაყენეს ყაზახმა ინვესტორებმა, ერმა უნდა გაიგოს რამხელა მუხანათობას აქვს ადგილი,
ყველამ ერთად ვუთხრათ არა ქიმიურ შეტევას ბათუმზე, ერთად გადავარჩინოთ ეკოლოგია და ჩვენი მომავალი”.

სხვა ვიდეოები