ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები მედიკოსებს არასწორ მკურნალობაში, გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დედაქალაქიდან ექიმის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო მომენტში მოწვეულმა მედიკოსმა ჩამოსვლა გადაიფიქრა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ კლინიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას.
გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ და შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.სამედიცინო დაწესებულების მედიკოსების განცხადებით პაციენტი 12 დღის წინ საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. რაც ორი თვის წინ, კუჭზე ჩატარებულ ოპერაციასთან, არანაირ კავშირში არ არის.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები