ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ უფლებამოსილება შეიჩერა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ეკა ფუტკარაძემ, რომელსაც ორი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეიჩერა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია  “პირველ არხს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

გარდაცვლილის ახლობლებმა, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ ბათუმის შესასვლელი, ინფორმაციის მიღების შემდეგ აქცია შეწყვიტეს. სამართალდამცველებმა მანამდე გზა გაათავისუფლეს, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და ის ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამდროისთვის ბათუმის შესასვლელში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.

 

სხვა ვიდეოები