ბათუმის საავადმყოფოებში პიროტექნიკის შედეგად დაშავებული 6 პირი გადაიყვანეს

არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ სხეულის სხვადასხვა არეში მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

 საავადმყოფოში სულ 6 პაციენტია მოთავსებული 00:05-დან 00:15 წუთის შუალედში, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ბათუმის სასწრაფო დახმარების უფროსის მოადგილის ინფორმაციით, პიროტექნიკით დაზიანების შედეგად, ბრიგადამ 6 დაშავებული გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში აცხადებს, პაციენტების დაზიანებები ზედაპირული ხასიათისაა.

სხვა ვიდეოები