ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ვერ სრულდება. მიზეზი ძლიერი ქარია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ მინსკისა და კიევის რეისები დროებით შეჩერებულია.

მგზავრებს, რომლებიც მინსკში მიფრინავდნენ აეროპორტში ლოდინი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მოუხდათ. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

მოქალაქეები ყვებიან, რომ რეგისტრაცია ღამით სამ საათზე გაიარეს, მას შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდომას ელოდებიან. მათივე თქმით, კომპანია ‘’ბელავიას’’ წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღეს, რა გახდა შეყოვნების მიზეზი.

მგზავრებს ეჭვი აქვთ, რომ რეისზე ხალხის საკმარისი ნაკადი არ არის და შეფერხების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ფრენები, კიევისა და მინსკის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები