ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა

გახსნიდან დღემდე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა.

ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ კლინიკაში ის პაციენტები მოიწვია, რომლთაც წარმატებით ჩაუტარდათ გულზე ოპერაცია. კლინიკაში გამართულ მიღებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

კლინიკის ხელმძღვანელთა განმარტებით, ჰოსპიტალში ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის კარდიოქირურგიული ოპერაცია ურგენტულ რეჟიმში ტარდება და მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის.

კლინიკაში დასაქმებულია, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექიმები.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები