ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ჯერ ანაკლიას, შემდეგ კი ბათუმს ესტუმრნენ, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის. მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება.

“საქართველოში პირველად ვიმყოფები. მოვინახულეთ ანაკლია, დღეს კი ბათუმს ვეწვიეთ. შეხვედრები გვქონდა არარეთ სახელმწიფო უწყებასთან. საჭიროდ ჩავთვალეთ მოვსულიყავით ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ადგილზე გავცნობოდით მის პოტენციალს. ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ძალიან კარგი სასწავლო ბაზა და საუკეთესო პირობებია პრაქტიკული მეცადინეობისთვის. აკადემიას მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მომავალში მასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ პერსონალის აყვანას და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერპსონალი გადამზადდება, – განაცხადა უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორმა საზღვაო აკადემიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, აკადემიის სტუდენტების პორტში დასაქმებასა და პერსონალის გადამზადებაზე ისაუბრა.

„ბათუმის საზღვაო აკადემია მარტო მეზღვაურების განათლებაზე არ ზრუნავს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ანაკლიის პორტი ჩვენი სასწავლებლით და სურთ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ სამუშაოდ და დაასაქმონ ანაკლიის პორტში. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადავამზადოთ სხვადასხვა კადრები. ჩვენთვის ეს მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ეს იქნება ფინანსურად კარგი და დამატებითი შემოსავლის მომცემი და პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თანამშრომლობისთვის, – განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.

წყარო:”Batumi State Maritime Academy”

სხვა ვიდეოები