ბათუმის საკრებულოს 25 წევრიან ახალ შემადგენლობას დეპუტატის მანდატები გადაეცათ

ბათუმის საკრებულოს ახალ შემადგენლობას დღეს დეპუტატის მანდატები 79-ე ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ გადასცა. ახალი მოწვევის საკრებულო მმართველი გუნდის უმრავლესობით დაკომპლექტდა. “ქართული ოცნება” საკრებულოში 19 დეპუტატით არის წარმოდგენილი, მათ შორის სამი ქალია.

4 დეპუტატით შევიდა საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა. “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” საკრებულოში თითო დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოში ქალბატონები ვერ მოხვდნენ. აქედან გამომდინარე 25 წევრიანი შემადგენლობა 3 ქალი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ჯერჯერობით უცნობია საკრებულოს პირველი სხდომის ჩანიშვნის თარიღი. პირველივე შეკრებაზე საკრებულომ ხმათა უნრავლესობით ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილად უნდა სცნონ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები