ბათუმის საკრებულოს სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდებოდა.

„ქართული ოცნების“ შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით თავად სულიკო თებიძეც ადასტურებს: „საუბარი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შემოთავაზება იყო, რომ ან სიით ვიყარო კენჭი, ან მაჟორიტარ კანდიდატად. მე დავაფიქსირე, რომ ისევ განათლების სფეროში მირჩევნია, ამიტომ გადაწყვეტილი  არაფერია.“

სულიკო თებიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილეა 2012 წლიდან. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 2008 წლამდეც.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები