ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე აირჩიეს

სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.  “ჩვენი გუნდი მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ღია არასამთავრობოებტან და მედიასთან. მე ვარ ამის გარანტი” – განაცხადა ახალ არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ წუთებში საკრებულოს უმრავლესობა სულიკო თებიძის მოადგილეების პოსტზე ლაშა სირაბიძისა და თამაზ სალუქვაძის კანდიდატურებს უყრიან კენჭს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები