ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს, ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, საკრებულოს წევრები გაყალბებული არჩევნებით მოვიდნენ უმრავლესობაში. “გაყალბებული არჩევნებით მოხვედით ხელისუფლებაში და ამაზე მთელი პასუხიმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ჩხვირკვია (ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ დაკავებული აქტივისტი) როდესაც ზის ციხეში ეს არის მესიჯი მოსახლეობისადმი რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბრალდება შეგიძლიათ” – განაცხადა ახალარჩეულმა დეპუტატმა.

ქამადაძის გამოსვლას ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლაშა სირაბიძის რეპლიკა ​მოყვა, კამათში “ართული ოცნების” ირაკლი მოქელაძეც ჩაერთო. სხდომის წამყვანს დეპუტატების დამშვიდება მოუწია.

ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მიმდინარეობს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, სულიკო თებიძეა წარდგენილი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები