ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის  მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.  ოქმის შედგენის მიზეზი  საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა გახდა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. დოკუმენტი  შემდგომი რეაგირებისთვის  სასამართლოს გადაეგზავნა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უწყების წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები