ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში დატოვა

ჩხვირკია-ღოღობერიძის აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ეხლახანს გამოაცხადა.

“ეს იმ მოსამართლის გადაწყვეტილებაა, რომელიც აცხადებს რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ექცევა” – ეს განცხადება ირაკლი ჩხვირკვიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ სასამართლო დარბაზის დატოვების დროს გაააკეთა.

გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 2 საათი მსჯელობდა ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ორი პირის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად კი მოსამართლემ ერთდღიანი შუალედი აიღო. ბათუმის არეულობის მოწყობაში მონაწილე 21 პირი სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს, მათგან 19 პირი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, ერთი არასრულწლოვანი გირაოს სანაცვლოდ გაათავოსუფლეს, ლაშა დეკანაძის საკითხს კი ოარალელურ რეჟიმში ამ დრომდე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები